რეფორმა: წყლის რესურსების მართვის რეფორმა (2023-06-27)
წყლის რესურსების მართვის რეფორმის მეორე საჯარო-კერძო დიალოგი 2023 წლის 27 ივნისს ჩატარდა. ღონისძიებამ შესაძლებლობა მისცა როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მიეღოთ ინფორმაცია წყლის რესურსების მართვის რეფორმის შესახებ და შეეფასებინათ რეფორმის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი. შეხვედრაზე კერძო სექტორის დაინტერესებულმა პირებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიაში და წარმოადგინეს თავიანთი შეფასებები რეფორმასთან დაკავშირებული მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
მთავრობის მიხედვით
სამთავრობო კვლევის მიხედვით ამ ეტაპისთვის, რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების 40.4%-ია შესრულებული. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოსა და ინფრასტუქტურა და ბიუჯეტის განზომილებების ქვეშ დაგეგმილ აქტივობებში დაფიქსირდა.
სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- საკანონმდებლო ჩარჩო;
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
- ინსტიტუციური მოწყობა;
- კომპეტენციის გაძლიერება.
აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან