რეფორმვერდიქტი: ეტაპი 2 - ფაზა 3
რეფორმვერდიქტი აერთიანებს რეფორმეტრის მიერ შეფასებულ შემდეგ რეფორმებს: გადახდისუუნარობის რეფორმა, რეგულირების ზეგავლენის (RIA)-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმა, წყლის რესურსების მართვის რეფორმა, ელექტრონული კომერციის რეფორმა, ტურიზმის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმა. მიმდინარე რეფორმების ზოგადმა შეფასებამ 7.12 შეადგინა, რაც რეფორმების წარმატებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზეა გამოსახული, სამი კომპონენტი, შინაარსი და ადეკვატურობა, პროგრესი და მოსალოდნელი შედეგები შეფასებულია, როგორც ძლიერი, ხოლო რეფორმის სფეროში არსებული ვითარება - როგორც ზომიერი.
რეფორმვერდიქტის ისტორია
რეფორმა | მთავრობა | დაინტერესებული პირი | შეჯამება |
---|---|---|---|
ელექტრონული კომერციის რეფორმა |
76.2 |
6.58 |
ელექტრონული კომერციის რეფორმის მესამე საჯარო-კერძო დიალოგი 2023 წლის 7 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრაზე განხილული მნიშვნელოვანი თემები მოიცავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებსა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის შექმნას. |
გადახდისუუნარობის რეფორმა |
83.9 |
8.45 |
2023 წლის 20 სექტემბერს გადახდისუუნარობის რეფორმის მესამე შეფასება ჩატარდა. საჯარო-კერძო დიალოგის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები გადახდისუუნარობის რეფორმის მნიშვნელობის შესახებ და წარმოადგინეს რეფორმის უკეთ განხორციელების შესაძლო გზები. |
წყლის რესურსების მართვის რეფორმა |
52.3 |
7.18 |
წყლის რესურსების მართვის რეფორმის მესამე საჯარო-კერძო დიალოგი 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდა. ღონისძიებამ შესაძლებლობა მისცა როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მიეღოთ ინფორმაცია წყლის რესურსების მართვის რეფორმის შესახებ და შეეფასებინათ რეფორმის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი. შეხვედრაზე კერძო სექტორის დაინტერესებულმა პირებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიაში და წარმოადგინეს თავიანთი შეფასებები რეფორმასთან დაკავშირებული მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. |
რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმა |
70.0 |
7.69 |
2024 წლის 19 მარტს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მესამე შეფასებითი საჯარო-კერძო დიალოგი ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეფორმის დაინტერესებული მხარეები სამთავრობო უწყებებიდან, სამოქალაქო ორგანიზაციებიდან. დამსწრეთა შორის იყვნენ RIA-ს ინდივიდუალური ექსპერტები. დიალოგის მონაწილეებმა შეაჯამეს რეფორმის პროგრესი და ისაუბრეს რეფორმის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე. |
სამთავრობო შეფასების მეთდოლოგია
სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- საკანონმდებლო ჩარჩო;
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
- ინსტიტუციური მოწყობა;
- კომპეტენციის გაძლიერება.
აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან
დაინტერესებულ პირთა შეფასება
დაინტერესებულ მხარეთა გამოკითხვის ფარგლებში რეფორმის დაინტერესებული მხარეები შეფასებას ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებენ:
- რეფორმის შინაარსი და ადეკვატურობა;
- რეფორმის სფეროში არსებული ვითარება;
- რეფორმის დანერგვაში მიღწეული პროგრესი;
- რეფორმის მოსალოდნელი შედეგები.
თითოეული კომპონენტი 10-ქულიან სკალაზე ფასდება.