რეფორმა: წყლის რესურსების მართვის რეფორმა (2024-01-31)
წყლის რესურსების მართვის რეფორმის მესამე საჯარო-კერძო დიალოგი 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდა. ღონისძიებამ შესაძლებლობა მისცა როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მიეღოთ ინფორმაცია წყლის რესურსების მართვის რეფორმის შესახებ და შეეფასებინათ რეფორმის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი. შეხვედრაზე კერძო სექტორის დაინტერესებულმა პირებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიაში და წარმოადგინეს თავიანთი შეფასებები რეფორმასთან დაკავშირებული მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
მთავრობის მიხედვით
სამთავრობო კვლევის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისთვის, რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტივობების 52.3%-ია შესრულებული. შესრულების დონით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარების მიმართულებით ფიქსირდება, რასაც მოსდევს კომპეტენციის გაძლიერებისა და ინფრასტურქტურის განვითარების კომპონენტები. რეფორმის ქვეშ დაგეგმილი აქტოვობების შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება ინსტიტუციური მოწყობის ნაწილში.
სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- საკანონმდებლო ჩარჩო;
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
- ინსტიტუციური მოწყობა;
- კომპეტენციის გაძლიერება.
აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან