რეფორმვერდიქტი: ეტაპი 1 - ფაზა 2
2017 წლის 14 დეკემბერს, რეფორმეტრის მეორე ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო. შედეგად, რეფორმვერდიქტი - მთავრობის ერთიანი შეფასება - მცირედით გაუმჯობესდა და მან 4,80 ქულა შეადგინა. პირველ ფაზაში მთავრობის მაქსიმალური შეფასება 4,75 ქულა იყო.
რეფორმვერდიქტის ისტორია
რეფორმა | მთავრობა | დაინტერესებული პირი | შეჯამება |
---|---|---|---|
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება |
39.2 |
4.33 |
2018 წლის 2 თებერვალს, რეფორმეტრის მეორე ფაზა მცირე და საშუალო მეწარმეთა/ინოვაციების განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. |
სოფლის მეურნეობის განვითარება |
74.9 |
5.63 |
2017 წლის 14 დეკემბერს, რეფორმეტრის მეორე ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო. ამ ეტაპისთვის რეფორმის 74,9% არის შესრულებული, ხოლო დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფმა რეფორმის მიმდინარეობა 10-დან 5,63 ქულით შეაფასა. |
კაპიტალის ბაზრის განვითარება |
67.7 |
5.0 |
2018 წლის 12 მარტს, რეფორმეტრის მეორე ფაზა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. ყველაზე მეტი პროგრესი სამართლებრივი ჩარჩოს მიმართულებით მოხდა |
საპენსიო რეფორმა |
38.8 |
4.1 |
2018 წლის 8 ივნისს, რეფორმეტრის მეორე ფაზა საპენსიო რეფორმის შეფასებით დასრულდა, რომელიც საპარლამენტო განხილვების პროცესშია. |
პროფესიული განათლების რეფორმა |
52.1 |
7.37 |
2018 წლის 25 აპრილს, რეფორმეტრის მეორე ფაზა პროფესიული განათლების რეფორმის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. |
სამთავრობო კვლევის მეთოდოლოგია
მთავრობის გამოკითხვა
მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ინსტიტუციური მოწყობა
- კომპეტენციის გაძლიერება
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
- სამართლებრივი ჩარჩო
აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული.
მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.
კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.
დაინტერესებულ პირთა შეფასება
-თითოეულ რეფორმას ჰყავს მინიმუმ 15 კაციანი შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც დაკომლექტებულია იმ ადამიანებით, ვისზეც რეფორმა პირდაპირ ან ირიბად ახდენს გავლენას და ვინც უშუალოდ არ მონაწილეობს რეფორმის განხორციელებაში.
ჯგუფი 6 თვეში ერთხელ იკრიბება ISET-ში, სადაც პროექტის გუნდი წარადგენს რეფორმასთან დაკავშირებულ განახლებულ მონაცემებს:
- სამთავრობო კვლევის შედეგებს: კითხვარის პასუხები, რომლითაც დგინდება მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა;
- ობიექტურ ინდიკატორებს: რეფორმასთან პირდაპირ დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები.
ჯგუფის თითოეული წევრი ანონიმურად აფასებს (ქულას უწერს) რეფორმას შემდეგ სამ კითხვაზე პასუხის გაცემით:
- როგორ შეაფასებდით რეფორმის სფეროში არებულ ამჟამინდელ მდგომარეობას?
- როგორ აფასებთ რეფორმის შესრულების პროგრესს?
- მიაღწევს თუ არა რეფორმა სტრატეგიით განსაზღვრულ შედეგებს?
თითოეული რეფორმის საბოლოო ქულა შეადგენს დაინტერესებულ პირთა მიერ დაწერილი ქულების საშუალო არითმეტიკულს.
ზოგადი შეფასება აისახება "რეფორმვერდიქტში“ - რეფორმების ინდივიდუალური შეფასების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი. მისი განახლება ხდება ყოველთვიურად თითოეული რეფორმის შეფასების შემდეგ. რეფორმვერდიქტი მოიცავს როგორც ზოგად ქულას, ასევე შეფასებას შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
- არსებული ვითარება
- რეფორმის პროგრესი
- მოსალოდნელი შედეგები