რეფორმა: საპენსიო რეფორმა (2018-06-11)
2018 წლის 8 ივნისს, რეფორმეტრის მეორე ფაზა საპენსიო რეფორმის შეფასებით დასრულდა, რომელიც საპარლამენტო განხილვების პროცესშია.
მთავრობის მიხედვით
სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის, რეფორმის 38,8%-ია შესრულებულია და ეს მაჩვენებელი I ფაზის შემდეგ არ გაზრდილა. ამის მიზეზი საპარლამენტო განხილვებია, რომელიც 2018 წლის იანვრის შემდეგ მიმდინარეობს.
მთავრობის გამოკითხვა
მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ინსტიტუციური მოწყობა
- კომპეტენციის გაძლიერება
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
- სამართლებრივი ჩარჩო
აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული.
მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.
კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.