რეფორმვერდიქტი: ეტაპი 2 - ფაზა 1
რეფორმვერდიქტი: ეტაპი 2 - ფაზა 1
რეფორმვერდიქტის ისტორია
რეფორმა | მთავრობა | დაინტერესებული პირი | შეჯამება |
---|---|---|---|
ელექტრონული კომერციის რეფორმა |
0.0 |
0.0 |
ელექტრონული კომერციის რეფორმა მრავალი სხვადასხვა ასპექტისაგან შედგება და აერთიანებს დამნერგავი სამთავრობო უწყებების, საჯარო სექტორის დაინტერესებული მხარეების და კერძო სექტორის სხვადასხვა აქტივობებს |
გადახდისუუნარობის რეფორმა |
0.0 |
7.75 |
გადახდისუუნარობის რეფორმას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. სხვა ჩართული მხარეები არიან აღსრულების ეროვნული ბიურო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი, და ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია (BRIPA). |
წყლის რესურსების მართვის რეფორმა |
0.0 |
0.0 |
კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ მიღებისთანავე ჩაანაცვლებს არსებულს, „საქართველოს კანონს წყლის შესახებ“ (რომელიც ძალაშია 1997 წლიდან) და გახდება წყლის რესურსების მართვის ახალი ჩარჩო დოკუმენტი. |
სამთავრობო შეფასების მეთდოლოგია
სამთავრობო კვლევა ხარისხობრივი გამოკითხვის გზით აფასებს რეფორმის განხორციელების პროცესში რეფორმის დამნერგავი სამთავრობო უწყებების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- საკანონმდებლო ჩარჩო;
- ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი;
- ინსტიტუციური მოწყობა;
- კომპეტენციის გაძლიერება.
აღნიშნული გამოკითხვა 0-100% შუალედში ზომავს, რამდენად ახლოს არიან რეფორმის დამნერგავი უწყებები რეფორმის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან
დაინტერესებულ პირთა შეფასება
დაინტერესებულ მხარეთა გამოკითხვის ფარგლებში რეფორმის დაინტერესებული მხარეები შეფასებას ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებენ:
- რეფორმის შინაარსი და ადეკვატურობა;
- რეფორმის სფეროში არსებული ვითარება;
- რეფორმის დანერგვაში მიღწეული პროგრესი;
- რეფორმის მოსალოდნელი შედეგები.
თითოეული კომპონენტი 10-ქულიან სკალაზე ფასდება.