რეფორმები

დროის მონაკვეთი რეფორმა მთავრობა დაინტერესებული პირი შეჯამება
ეტაპი 1 - ფაზა 3 მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

100.0% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

6.89 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

2019 წლის 4 აპრილს, რეფორმეტრის III ფაზა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. სრული ანალიზი იხილეთ ანგარიშში.
ეტაპი 1 - ფაზა 3 სოფლის მეურნეობის განვითარება

82.46% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

5.83 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

2018 წლის 26 ნოემბერს, რეფორმეტრის III ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო. ამ ეტაპისთვის რეფორმის 82,46% არის შესრულებული. სრული ანალიზი იხილეთ ანგარიშში.
ეტაპი 1 - ფაზა 3 კაპიტალის ბაზრის განვითარება

80.0% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

4.38 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ დაიწია

2019 წლის 5 ივნისს, რეფორმეტრის მესამე ფაზა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა.
ეტაპი 1 - ფაზა 3 საპენსიო რეფორმა

82.4% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

5.89 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

2019 წლის 20 ივნისს, რეფორმეტრის III ფაზა საპენსიო რეფორმის შეფასებით დასრულდა.
ეტაპი 1 - ფაზა 3 პროფესიული განათლების რეფორმა

55.65% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

6.5 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ დაიწია

2018 წლის 19 დეკემბერს, რეფორმეტრის მესამე ფაზის ფარგლებში, პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობა შეფასდა
ეტაპი 1 - ფაზა 3 ტურიზმის რეფორმა

0.0%

-

0.0

-
2019 წლის 25 აპრილს, ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პირველადი წარდგენა და შეფასება მოხდა.
ეტაპი 1 - ფაზა 2 მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

39.2% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

4.33 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ დაიწია

2018 წლის 2 თებერვალს, რეფორმეტრის მეორე ფაზა მცირე და საშუალო მეწარმეთა/ინოვაციების განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა.
ეტაპი 1 - ფაზა 2 სოფლის მეურნეობის განვითარება

74.9% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

5.63 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

2017 წლის 14 დეკემბერს, რეფორმეტრის მეორე ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით დაიწყო. ამ ეტაპისთვის რეფორმის 74,9% არის შესრულებული, ხოლო დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფმა რეფორმის მიმდინარეობა 10-დან 5,63 ქულით შეაფასა.
ეტაპი 1 - ფაზა 2 კაპიტალის ბაზრის განვითარება

67.7% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

5.0 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

2018 წლის 12 მარტს, რეფორმეტრის მეორე ფაზა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. ყველაზე მეტი პროგრესი სამართლებრივი ჩარჩოს მიმართულებით მოხდა
ეტაპი 1 - ფაზა 2 საპენსიო რეფორმა

38.8% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასება არ შეცვლილა

4.1 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

2018 წლის 8 ივნისს, რეფორმეტრის მეორე ფაზა საპენსიო რეფორმის შეფასებით დასრულდა, რომელიც საპარლამენტო განხილვების პროცესშია.
ეტაპი 1 - ფაზა 2 პროფესიული განათლების რეფორმა

52.1% ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

7.37 ბოლო კვარტალთან შედარებით შეფასებამ აიწია

2018 წლის 25 აპრილს, რეფორმეტრის მეორე ფაზა პროფესიული განათლების რეფორმის შესრულების შეფასებით გაგრძელდა.
ეტაპი 1 - ფაზა 1 მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

24.72%

4.78

რეფორმას ახორციელებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასთან არსებული აწარმოე საქართველოში და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოები.
ეტაპი 1 - ფაზა 1 სოფლის მეურნეობის განვითარება

69.5%

5.41

რეფორმას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო "საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015 - 2020 წწ"-ის ფარგლებში.
ეტაპი 1 - ფაზა 1 კაპიტალის ბაზრის განვითარება

51.0%

-

3.85

რეფორმას ახორციელებენ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის" ფარგლებში, რომელიც მიღებულ იქნა 2016 წელს.
ეტაპი 1 - ფაზა 1 საპენსიო რეფორმა

38.8%

3.97

რეფორმას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად
ეტაპი 1 - ფაზა 1 პროფესიული განათლების რეფორმა

50.0%

5.76

რეფორმას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში

მთავრობის ანგარიშების ქრონიკა

შეფასებების ქრონიკა

სამთავრობო კვლევის მეთოდოლოგია

მთავრობის გამოკითხვა

მთავრობის პროგრესი შერჩეული რეფორმისთვის ფასდება მთავრობის გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  1. ინსტიტუციური მოწყობა
  2. კომპეტენციის გაძლიერება
  3. ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი
  4. სამართლებრივი ჩარჩო

აღნიშნული კომპონენტების გაზომვა ხდება სისტემის სტრატეგეულ გეგმასთან მიმართებით. გამოკითხვა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ აქტივობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ რეფორმის მიზნები იქნეს მიღწეული. 

მაჩვენებლები, რომლებიც გამოკითხვის საფუძველზე ანგარიშდება, 0% -100% შკალაზე გვიჩვენებს რამდენად შორს ვართ მიზნისგან. 0% ნიშნავს, რომ არანაირი აქტივობა არ განხორციელებულა რეფორმის ფარგლებში, ხოლო 100% ნიშნავს, რომ სასურველი სისტემა ბოლომდე დანერგილია.

კითხვარი ივსება წელიწადში 2-ჯერ რეფორმაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.

დაინტერესებულ პირთა შეფასება

-თითოეულ რეფორმას ჰყავს მინიმუმ 15 კაციანი შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც დაკომლექტებულია იმ ადამიანებით, ვისზეც რეფორმა პირდაპირ ან ირიბად ახდენს გავლენას და ვინც უშუალოდ არ მონაწილეობს რეფორმის განხორციელებაში.

ჯგუფი 6 თვეში ერთხელ იკრიბება ISET-ში, სადაც პროექტის გუნდი წარადგენს რეფორმასთან დაკავშირებულ განახლებულ მონაცემებს:

  • სამთავრობო კვლევის შედეგებს: კითხვარის პასუხები, რომლითაც დგინდება მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა;
  • ობიექტურ ინდიკატორებს: რეფორმასთან პირდაპირ დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები.

ჯგუფის თითოეული წევრი ანონიმურად აფასებს (ქულას უწერს) რეფორმას შემდეგ სამ კითხვაზე პასუხის გაცემით:

  1. როგორ შეაფასებდით რეფორმის სფეროში არებულ ამჟამინდელ მდგომარეობას?  
  2. როგორ აფასებთ რეფორმის შესრულების პროგრესს? 
  3. მიაღწევს თუ არა რეფორმა სტრატეგიით განსაზღვრულ შედეგებს? 

თითოეული რეფორმის საბოლოო ქულა შეადგენს დაინტერესებულ პირთა მიერ დაწერილი ქულების საშუალო არითმეტიკულს.

ზოგადი შეფასება აისახება "რეფორმვერდიქტში“ - რეფორმების ინდივიდუალური შეფასების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი. მისი განახლება ხდება ყოველთვიურად თითოეული რეფორმის შეფასების შემდეგ. რეფორმვერდიქტი მოიცავს როგორც ზოგად ქულას, ასევე შეფასებას შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

  • არსებული ვითარება
  • რეფორმის პროგრესი
  • მოსალოდნელი შედეგები